|
2024-03-21 17:11:27, 568 ნახვა
მსოფლიო
გვარამია - ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რელევანტური არ არის - შეიძლება, არც მე და არც მელია არ ვიყოთ
როგორ უნდა ვუპასუხო ტყუილს - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი საკითხები აქ არც იხილება, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, საერთოდ რელევანტური არ არის ეს საკითხი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, - ასე ეხმაურება "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მმართველი პარტიის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, პარტიაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე შიდა დაპირისპირებებია. როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, მასსა და ნიკა მელიას შორის არ ყოფილა განხილვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის თაობაზე და ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნული თანამდებობა არცერთმა არ დაიკავოს. "როგორ უნდა ვუპასუხო ტყუილს - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი საკითხები აქ არც იხილება, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, საერთოდ რელევანტური არ არის ეს საკითხი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, როგორ იქნება. საერთოდ, მე და მელია, შეიძლება, არც ერთი არ ვიყო. ეს არც იხილება აქ, არავითარი ამგვარი საკითხების დრო არ დამდგარა. გასაგებია, რომ ეს "ქართულ ოცნებას" ასე ესმის იმიტომ, რომ თვითონ მხოლოდ თანამდებობების დანაწილებისთვის იბრძვიან და ეს თანამდებობებიც იმიტომ უნდათ, რომ საქმე კი არ გააკეთონ, არამედ ფული გააკეთონ. გასაგებია, ამ ხალხის პოზიციები და ნაკლებად საინტერესო. ზოგადად, აქტუალიზაცია მოხდა "ახალის" თემის და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს სახელისუფლებო მედიაც და ხელისუფლებაც და ეს კარგია. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ "ახალი" არის მძიმეწონიანი მოთამაშე მიუხედავად იმისა, რომ ახალია. ძალიან მძიმეწონიანი მოთამაშეა, კარგია მეგობრებო, ილაპარაკეთ სულ ჩვენზე, ჩვენ ეს გვაწყობს", - განაცხადა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)