|
2024-03-21 14:50:23, 475 ნახვა
საზოგადოება
ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიც შეუერთდა
ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2024 წელს, ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის დევიზია „ტყეები და ინოვაციები: ახალი გადაწყვეტილებები უკეთესი სამყაროსთვის“. კამპანიის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ნერგების დარგვის აქციაში, ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სატყეო მიმართულების სტუდენტებმა მიიღეს. აგროსატყეო კულტურების კოლექციას შეემატა: იშვიათი სახეობის ბერყენები, ამპურა, მეიერის კუნელი, ასევე კოწახური, თუთუბო, იალღუნი, მაღალმთის ნეკერჩხალი, ხოლო სექციას, სადაც შემოტანილი და დეკორატიული სახეობებია, დაემატა ცხენისწაბლი და მარადმწვანე მუხა. „საქართველოს ტერიტორიის 44% ტყით არის დაფარული, რომელიც გამორჩეულია მცენარეთა ბიომრავალფეროვნებით. ჩვენი მიზანი ამ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა. საქართველოს ტყეებში ბუნებრივად იზრდება 400-მდე სახეობის მერქნიანი მცენარე. არის სახეობები, რომლებიც გადაშენების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ყოველწლიურად ეხმაურება ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის კამპანიას და აგროსატყეო კოლექციას ახალი სახეობებით ამდიდრებს. თითოეული ხის დარგვა ნიშნავს გარემოს გაუმჯობესებას, მეტ ჟანგბადს, ნახშირბადის სექვესტრირებასა და, შედეგად, კლიმატის გლობალური ცვლილების შერბილებას“, - აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას აგროსატყეო კულტურების კოლექცია 2015 წელს, სატყეო კულტურების კონსერვაციისა და დაცვის მიზნით გაშენდა. სახეობების უდიდესი ნაწილი ენდემურია. კოლექცია 4 სექსციისგან შედგება, სადაც იზრდება 100-მდე სახეობის ტყის მცენარე, მათ შორის, აღმოსავლეთ საქართველოს ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობები, ხეხილის ველური წინაპრები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები და სხვ. "ტყეებს უდიდესი როლი და ფუნქცია აქვს როგორც გლობალურად კაცობრიობისთვის, ასევე ცალკეული ქვეყნისთვის. მიუხედავად ამისა ტყეების კარგვის და დეგრადაციის სტატისტიკა შემაშფოთებელია. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, 10 მლნ/ჰა ტყე იჩეხება. ამ გამოწვევის ფონზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს 21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, რათა აღნიშნონ და გაზარდონ ცნობიერება ყველა სახის ტყეების მნიშვნელობის შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)