|
2024-03-20 14:15:42, 372 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560-ლარიანი ლიმიტის ნაცვლად, 1 000 ლარი იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი სამართალდამცველებისთვის პირველად, იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტი გაიზრდება 1000 ლარამდე. „აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის ინიციატივით, 2023 წელს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად - საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. მინდა დეტალურად განვმარტო, რომ 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი. ამასთან პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის, დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი. აღნიშნული ცვლილება შეეხებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახის წევრებს. მნიშვნელოვნად იზრდება პენსიის გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა ძალოვნებისთვის და მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას აღნიშნული ინიციატივისთვის.აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის გეტყვით მადლობას“, - განაცხადა გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)