|
2024-03-19 14:03:25, 392 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე თურქეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, ბექირ შაჰინს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ, ბექირ შაჰინს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბექირ შაჰინმა, თავის მხრივ ქართველ კოლეგებს მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობასა და გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)