|
2024-03-18 19:59:45, 598 ნახვა
საზოგადოება
ოდიშარია „თბილისი პრაიდის“ სემინარზე - წარსულში გამოგვეპარა ასეთივე პროცესები, როდესაც ამერიკული FARA-ს პლაგიატის იმპლემენტაცია დააპირა „ქართულმა ოცნებამ“ და ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს
„ვილა მოსავალში“ გამართულ სამ დღიან სემინარს უფრო მიზნობრივ სწავლებას დავარქმევდი. სიმართლე გახლავთ ის, რაც იყო პირველ წამოცდენაში რომ აქ იყო სწავლება, თუ როგორ აქციონ დღეს ეს საჭირო, ეროვნული, ხალხის დაკვეთით დამუშავებული კანონპროექტი რუსულად, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით სასტუმრო „ვილა მოსავალში“ ჩატარებულ სემინარს გამოეხმაურა. ბექა ოდიშარიამ პარალელი გაავლო გასული წლის მოვლენებთან, რომელიც უკავშირდებოდა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში ახალგაზრდები. „წარსულში სამწუხაროდ გამოგვეპარა ასეთივე ტიპის პროცესები, როდესაც ამერიკული FARA-ს პლაგიატის იმპლემენტაცია დააპირა „ქართულმა ოცნებამ“ და სწორედ ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა შეცდომაში შეიყვანეს ჩვენი გულანთებული ახალგაზრდები და საპროტესტო მუხტი გააჩინეს ამერიკული კანონის ქართული ვარიანტის მიმართ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)