|
2024-03-18 15:31:11, 655 ნახვა
საზოგადოება
დარჩიაშვილი - მექსიკაში გატაცებული არავინ არ არის - ნუ შეგყავთ მოქალაქეები შეცდომაში
ჩვენი დიპლომატები ნებისმიერ ქვეყანაში მზად არიან, დაიცვან და დახმარება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეებს. რაც შეეხება კონკრეტულად მექსიკაში არსებულ სიტუაციას, არავინ არ არის გატაცებული,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათთან მიმდინარეობს მუშაობა და "თუ იქნება საჭიროება, უწყება სათანადო რეაგირებას მოახდენს". "თქვენს გარდა არავინ საუბრობს ქართველების გატაცებაზე. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში. როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გეყოთ იმის ძალა, რომ თქვათ, რომ ეს იყო გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მოგიწოდებთ, რომ სიცრუის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ. ნუ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს, როცა არ გაქვთ ინფორმაცია; ნუ აყენებთ ისეთ სიტუაციაში ადამიანებს, რამაც შესაძლოა, გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს. თუ რომელიმე ადამიანს, ეს იქნება მექსიკა, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დასჭირდება ჩვენი, თითოეული დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი. ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა მათთან ვმუშაობთ, თუკი, მათ აქვთ საჭიროება, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას",- უთხრა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მექსიკის საზღვართან საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცეს - მოქალაქეები ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)