|
2024-03-18 14:41:12, 713 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - ბოლო 6 თვის მონაცემებით, „e-გეზი“-ის მებაჟე-ოპერატორების მიერ დარეგისტრირებულია 61 440 საბაჟო დეკლარაცია
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ბოლო 6 თვეში "e-გეზი"-ის მებაჟე-ოპერატორების მიერ დარეგისტრირებულია 61 440 საბაჟო დეკლარაცია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით მეტია. შემოსავლების სამსახურის ცნობით, "e-გეზი"-ის კონცეფცია მნიშვნელოვნად ამცირებს გადასახადის გადამხდელთა დროს, ფინანსებს და საქართველოს მასშტაბით არსებულ გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ხელს უწყობს მომხმარებელთა რიგების განტვირთვას. "საბაჟო სისტემაში მიმდინარე რეფორმა, რომელიც საბაჟო სერვისების გაციფრულებას უკავშირდება, გულისხმობს ბიზნესისთვის საბაჟო ფორმალობების ელექტრონული ფორმით მიწოდებას. "e-გეზი" დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მოუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვით, ელექტრონულად განახორციელონ ტვირთის გაფორმების პროცედურები. ამასთან, თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა - eCustoms-ში დაშვებული პირების მიერ, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი/შეღავათიანი საფასურებია დადგენილი. დამატებითი ინფორმაცია და ვიდეო სახელმძღვანელო ელექტრონული განაცხადის შევსების წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: ვიდეო სახელმძღვანელო https://www.youtube.com/watch?v=H0lBlpST9rQ&t=1s. ელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსების მოთხოვნა https://rs.ge/ServicesCatalog?elservices&guid=E877D7400B5B5F52E053790214AC19D4. წინასწარი დეკლარირება იმპორტი https://rs.ge/ServicesCatalog?Preliminarydeclaringimport&guid=E877E297103A83BAE0537A0214ACEDF4 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, დისტანციური სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, დაგეგმილია მრავალი ახალი პროექტი, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებაში",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)