04:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-18 13:35:34, 516 ნახვა

საზოგადოება
ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედროები აშშ-ში გამართული „საჰაერო ძალების თამაშებიდან“ 28 მედლით დაბრუნდნენ

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი სამშობლოში აშშ-დან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, გამთენიისას დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 უწყების ცნობით, ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა „საჰაერო ძალების თამაშებში“ 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დახვდნენ. მათ სამხედროებს წარმატება მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

ნევადას შტატში, ქალაქ ლას-ვეგასში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა, ტურნირის ფარგლებში, სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში იასპარეზეს. სამხედროებმა წარმატებული შეხვედრები გამართეს მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში, პნევმატური პისტოლეტითა და შაშხანით სროლაში, მშვილდოსნობაში, მძლეოსნობაში, სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში, ველოსპორტსა და ცურვაში.

„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა მეორედ მიიღეს მონაწილეობა.

სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენება“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics