|
2024-03-16 16:42:52, 714 ნახვა
მსოფლიო
გაეროს პრესმდივანი - რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის შედეგები კატასტროფული იქნება
რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის შედეგები კატასტროფული იქნება, - ამის შესახებ გაეროს პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა. როგორც დიუჟარიკმა აღნიშნა, გაერო იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები იპოვიან გზას ცეცხლის შეწყვეტისთვის და უფრო ფართო ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფისთვის. „ვფიქრობ, რაფაჰში ამჟამინდელ გარემოებებში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების შედეგები იქნება კატასტროფული ღაზის მოსახლეობისთვის, პალესტინელებისთვის. ეს იქნება კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის კუთხით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი. ჩვენ გვესმის, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ მხარეები იპოვიან გზას ცეცხლის შეწყვეტისთვის და უფრო ფართო ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფისთვის, „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა მძევლის გათავისუფლებისთვის“, - განაცხადა გაეროს პრესსპიკერმა. ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმა დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)