|
2024-03-16 15:07:02, 601 ნახვა
საზოგადოება
18-მეტრიანი ავტობუსები დღეიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ
N302-ის, N308-ისა და N314-ის შემდეგ, MAN-ის მარკის ავტობუსები დღეიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა. „კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ასევე, განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობა. აღსანიშნავია, რომ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში გასულ წელს შეისყიდა. დედაქალაქს 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე ემსახურება, დამატებით 110 ერთეული კი მიმდინარე წლის ბოლომდე შემოვა“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)