|
2024-03-15 16:24:15, 572 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე სოფლის მეურნეობის დარგის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს და სპეციალისტებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, ქვეყანაში ხორბლის წარმოების განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშემწყობი ღონისძიებების განხილვის მიზნით, სოფლის მეურნეობის დარგის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს და სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება ხორბლის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობაზე გაამახვილა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებით ქვეყნისთვის ხორბლის ხარისხის და მოსავლიანობის მაჩვენებლის ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ხორბლის წარმოების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ეფექტიანი სამოქმედო გეგმის მომზადებას, რაც ხარისხიანი ხორბლის წარმოების ზრდას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში სათესლე მეურნეობების განვითარების მნიშვნელობის საკითხებს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრას სოფლის-მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)