|
2024-03-15 14:00:09, 579 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას. ,,გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება განაგრძობს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობასა და ინიციატივების წარმატებით განხორციელებაზე“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)