|
2024-03-15 13:51:37, 567 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის - „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული და ტაქტიკური შესაძლებლობების გაძლიერება (SOTIC)“ - გახსნით ღონისძიებაში. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში საზღვრის მართვის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების მუდმივი განვითარების საჭიროებაზე ისაუბრა. "მან ხაზი გაუსვა სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებისათვის აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მათ წლების განმავლობაში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგების ფარგლებში ჩატარდა. გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველი კარენ ჩეისონი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი. აღნიშნული პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია უწყების შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის მართვის მიმართულებით",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)