|
2024-03-15 13:46:13, 573 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 18 ერთეული სპეცმანქანა შეემატა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის განახლება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ავტოპარკს 18 ერთეული მანქანა შეემატა. ახალი ტექნიკა, როგორც დასუფთავების, ისე სანიაღვრე ქსელებისა და საგზაო მონიშვნების მიმართულებით გამოიყენება. სპეცმანქანები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ დაათვალიერა. „აქტიურად ვაგრძელებთ ავტოპარკის განახლებას, იმისათვის, რომ დედაქალაქში ჩვენი მომსახურება და საქმიანობა ყველა მიმართულებით გაუმჯობესდეს. 18 ერთეული სპეცმანქანა გადანაწილებულია დასუფთავების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და ქონების მართვის სამსახურებზე. წლის ბოლომდე ეტაპობრივად კიდევ 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა მოგვეწოდება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. 18 ერთეული სპეცმანქანის შეძენისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ ბიუჯეტიდან 3 405 949 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)