|
2024-03-15 12:43:08, 533 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ენჯეოები“, რომლებიც ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს მოსამართლე და ვინ არა, არა ხალხის, არამედ საკუთარი დონორების წარმომადგენლები არიან
“ვეტინგის” თემა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გააქტიურა, რომლებიც სრულად უცხოეთიდან ფინანსდებიან. ჩვენ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა, ასეთი სრული დაფინანსებით უცხოეთიდან მოქმედი ორგანიზაციები ქართველი ხალხის ინტერესებს არ ატარებენ. ჩვენ ვხედავდით, რასთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, "საკითხი მარტივად არის - საქართველო უნდა მართოს ქართველმა ხალხმა, თუ უცხოელებმა?“ მისივე თქმით, "ენჯეოებს" ხალხისგან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, მათ ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა არ აქვთ და ისე მოქმედებენ, როგორც მოქმედებენ". "საკითხი მარტივადაა - საქართველო უნდა მართოს ქართველმა ხალხმა თუ უცხოელებმა? ჩვენი 30 წლიან დამოუკიდებლობაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ქართველი ხალხია ის, ვინც უნდა მართოს ქვეყანა. სწორედ ქართველი ხალხია ის, ვისი მანდატითაც უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული, ხოლო, “ენჯეოები”, რომლებიც ასი პროცენტით უცხოეთიდან ფინანსდებიან, ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უნდა მართონ ჩვენი ქვეყანა და მათმა დამფინანსებლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს და არ იყოს მოსამართლე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს "ენჯეოები" არანაირი ხალხის წარმომადგენლები არ არიან, არიან საკუთარი დონორების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მათი ინტერესია, რომ რამენაირად საკუთარი დამფინანსებლები ჩართონ ქვეყნის მართვაში. "ენჯეოებს" ხალხისგან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, მათ ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა არ აქვთ და ისე მოქმედებენ, როგორც მოქმედებენ, თუმცა, გასაკვირია ის, როცა პოლიტიკურ პარტიებზე ვსაუბრობთ. როცა ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ არა ქართველმა ხალხმა და მათი მანდატით აღჭურვილმა ადამიანებმა, არამედ უცხოელებმა, 26 ოქტომბერს არჩევნებია. ჩვენ არჩევნებზე იმ კონცეფციით გავალთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები თავად მივიღოთ. ჩვენ არ ვართ შეუმდგარი ქვეყანა, არ ვართ მაჩანჩალა ქვეყანა და არ ვართ მესამე სამყაროს წარმომადგენელი ქვეყანა. ოპოზიცია არჩევნებზე გადის იმ კონცეფციით, რომ ქართველ ხალხს არ აქვს უნარი გადაწყვეტილებები თავად მიიღოს და უცხოელები უნდა ჩამოვიყვანოთ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მართავენ. ჩვენ ერთი კონცეფციით გავდივართ, ისინი მეორე და ნახავენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი. 26 ოქტომბერს გადაწყდება ყველა ეს საკითხი - ჩვენ გვინდა, ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც იმის პრეტენზია აქვს, რომ დამოუკიდებლად შეუძლია მართოს თავისი ქვეყანა თავისი და ქართველი ხალხის მანდატით, თუ ის, რასაც ამბობს ოპოზიცია, რომ მათ მართვის არანაირი უნარი არ აქვთ და ქართველ ხალხს არ აქვს არანაირი ცოდნა, გამოცდილება და იმის აღქმა, თუ რა არის მისთვის უკეთესი და საჭიროა მეურვეები მოვიყვანოთ, რომლებიც გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის ნაცვლად მიიღებენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)