|
2024-03-15 10:44:00, 661 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის რამდენიმე რეგიონში დრონებით თავდასხმა მოხდა
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო: შვიდი რაკეტა ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონში ამასობაში რუსული ტელეგრამის არხები ბელგოროდიდან აქვეყნებენ ფოტოებს, რომლებზეც ჩანს ხანძარი და ერთ-ერთ ქუჩაზე იწვის მანქანა. ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა განაცხადა, რომ რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში იყო გამოცხადებული. „უპილოტო საფრენი აპარატები დაფიქსირდა რეგიონის საზღვრებთან. მზადყოფნაშია ყველა ძალა და საშუალება“, - წერს არტამონოვი. პარასკევს ღამით, დრონები ასევე ჩამოაგდეს კალუგასა და ბელგოროდის რეგიონებში, განაცხადა ხელისუფლებამ. კიდევ ერთი ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ პარასკევს დილით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ხუთი უკრაინული თვითმფრინავი და ორი რაკეტა, რომლებიც გასროლილი იქნა გრადის სისტემიდან ბელგოროდისა და კალუგის ტერიტორიებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)