19:29 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 09:21:10, 710 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - ფასებზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ადამიანებს თაობების მიერ შეგროვილ ქონებას ართმევდა

ფასებზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის ქვეყანა არიოს; რომელთაც თავისი ქვეყანა ემეტებათ ომისთვის; რომლებიც ადამიანებს ართმევდნენ თაობების მიერ შეგროვილ ქონებას და ბიზნესებს; რომლებმაც სასჯელაღსრულების სისტემაში 300 ათასი ადამიანი ისე გაატარეს, რომ აქედან მინიმუმ 100 ათასს დარჩა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და მინიმუმ 200 ათასს შემდეგ წლებში გაუჭირდა, რომ სამსახური ეპოვნა და ის ტრავმა და სტრესი, რაც იქ განიცადა, გადაელახა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

თალაკვაძის თქმით, ფასების ზრდაზე საუბარი ეკონომიკის სფეროში დიდი უცოდინრობა და პოპულიზმია.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“  შედარებაც კი არ ღირს, იმდენად დიდი კონტრასტია, თუ რა იყო მაშინ, როცა ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება ამ მიმართულებით და რა არის დღეს. ფასების ზრდაზე საუბარი, ეს არის ერთის მხრივ ეკონომიკის სფეროში დიდი უცოდინრობა და მეორედ მხრივ,  პოპულიზმი. არც ერთის პრობლემას განიცდის „ნაციონალური მოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია და არც მეორის. შეიძლება ითქვას, რომ ორივეში საუკეთესოები ჰყავთ ახლა გუნდში. 

რაც შეეხება კეთილდღეობას და ფასებს - ფასებზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის ქვეყანა არიოს; რომელთაც თავისი ქვეყანა ემეტებათ ომისთვის; რომლებიც ადამიანებს ართმევდნენ თაობების მიერ შეგროვილ ქონებას და ბიზნესებს; რომლებმაც სასჯელაღსრულების სისტემაში 300 ათასი ადამიანი ისე გაატარეს, რომ აქედან მინიმუმ 100 ათასს დარჩა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და მინიმუმ 200 ათასს შემდეგ წლებში გაუჭირდა, რომ სამსახური ეპოვნა და ის ტრავმა და სტრესი, რაც იქ განიცადა, გადაელახა. ის ადამიანები ხომ ოჯახის წევრები იყვნენ, მამები, მშობლები, ძმები? დღემდე, წლების შემდეგაც კი, არაერთ ადამიანს, ვინც ის რეჟიმი გამოიარა, ათი ათასობით ლარი დასჭირდა, ჯანმრთელობა რომ აღედგინა“,- განაცხადა თალაკვაძემ „იმედი live”-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics