15:00 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 23:51:23, 720 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - ემიგრაციის რეკორდი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, სტრასბურგში რომ დადიოდნენ ადამიანები სიმართლის საძებნად მარტო ეგ „ემიგრაცია“ ეყოფათ

ემიგრაციის რეკორდი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, სტრასბურგში რომ დადიოდნენ ადამიანები სიმართლის საძებნად მარტო ეგ „ემიგრაცია“ ეყოფათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ დროს უვიზო რეჟიმი რომ ჰქონოდა საქართველოს ევროკავშირთან, ძალიან ცოტა ადამიანი დარჩებოდა ქვეყანაში, არა მარტო გაჭირვების, არამედ ხელისუფლების მიერ შელახული ღირსებისა და განხორციელებული მუქარის გამო".

„2011 წელს საქართველოდან წავიდა 107 000 მოქალაქე წელიწადში. თან მაშინ უვიზო რეჟიმი არ ჰქონდა საქართველოს. მე გარწმუნებთ, რომ იმ რეჟიმის პირობებში, უვიზო რეჟიმი რომ ჰქონოდა საქართველოს ევროკავშირთან, ძალიან ცოტა ადამიანი დარჩებოდა ამ ქვეყანაში, ელემენტარული მიზეზების გამო, რაც ხდებოდა ქვეყანაში და ეს მარტო გაჭირვება კი არ იყო, ბევრს უბრალოდ ღირსება ჰქონდა შელახული, ბევრს არ დაედგომებოდა, ემუქრებოდნენ, დევნიდნენ, ნათესავებს უჭერდნენ და ეს ხალხი ყველა წავიდოდა მაშინ რომ უვიზო რეჟიმი ყოფილიყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ უვიზო მიმოსვლა, ემიგრაციის რეკორდი მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics