2024-03-14 13:47:26, 861 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი", მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320,63 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, თანხის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრათ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),