|
2024-03-14 12:55:22, 1063 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი“ საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც 2023 წლის 1-ელი იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით სარგებლობენ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ლიბერთი" ავრცელებს. განცხადების თანახმად, "ლიბერთი ბანკის" გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით - შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1-ელი იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და "ოვერდრაფტებს". "ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს. დეტალები და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ https://bit.ly/3TAQ4Pt. "ლიბერთი", აგრძელებს უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვას და მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას, რასაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ასრულებს "ლიბერთის" გუნდის თითოეული წევრი. "ლიბერთის" მიზანია, ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. ბოლო წლებში მიღებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ბანკის მხრიდან არაერთი სასარგებლო სიახლე დაანონსდება",- ნათქვამია "ლიბერთის" განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)