|
2024-03-13 21:36:57, 679 ნახვა
საზოგადოება
„კანონდარღვევით შეაფერხეს სამუშაოები“ - „ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს პასუხობს
„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებზე სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობის პროტესტს პასუხობს. როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაშია ნათქვამი, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში, "რადიკალურმა ჯგუფებმა სამუშაოები კანონდარღვევით შეაფერხეს". "დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, რადიკალურმა ჯგუფმა თვითნებურად, კანონდარღვევით შეაფერხა სამუშაო პროცესი. გადაკეტილია კოროხნალის მაღაროს შესასვლელი. შუქრუთის მაღაროზე გათიშულია ცენტრალური განიავების სისტემა, რამაც საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას. აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც ისჯება კანონით. რადიკალურად განწყობილ ჯგუფს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებს, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს. თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა. პროცესში ჩართული ადგილობრივები კი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ, რომ კომპანიისგან კომპენსაციები არ მიუღიათ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია ასაჯაროებს გაცემული თანხების ოდენობას. 2020-წლიდან სოფელ შუქრუთსა და პერევისაში ჯამში დაახლოებით 11 მილიონი ლარი გაიცა. კომპენსაციებით დაკმაყოფილების პროცესი დროებით გლობალურმა კრიზისმა შეაფერხა. მიმდინარე თვიდან კი თანხების გაცემა კატეგორიების მიხედვით განახლდა. ჯორჯიან მანგანეზი მოუწოდებს პროცესის მონაწილეებს არ შეაფერხონ, როგორც კომპანიის ოპერირება, ასევე კომპენსაციების გაცემის პროცესი", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)