|
2024-03-13 18:34:38, 571 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო რეგიონში ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის სიმცირით მეორე ადგილზეა
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო რეგიონში ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის სიმცირით მეორე ადგილზეა. 4,6% და 6,6% - ეს არის განსხვავება ჩვენსა და „ნაცების“ ფასების ინფლაციებს შორის. ჩვენ მოვახერხეთ კრიზისების, ომების და პანდემიის დროს 4,6% -ზე გავჩერებულიყავით, რაც კლასიკური დათვლით ასეა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, "ოპოზიცია ცდილობს ინფლაციის თემით ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მათი სიჩუმე გადაფაროს". „მტკიცებულებების სახეზე და დონეზეა დადასტურებული, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხმა რომ ვერ ამოვაღებინეთ, ეს არის ამის გადაფარვის მცდელობა. გუშინ მოვიტანეთ ერთი ინდიკატორი, თქვენ მოიმარჯვეთ კალკულატორები და ნახეთ, რომ ყველაზე უხეში დათვლითაც კი, ინფლაციებს შორის 2,5 % იყო სხვაობა, ოღონდ კლასიკური გაგებით თუ დავთვლით. უკვე მსოფლიო ბანკსაც, IMF-საც, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტსაც გამოქვეყნებული აქვს და 6,6 იყო მათ დროს საშუალო ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებელი, 4,6 არის ჩვენ დროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმაზე ხაზგასმა, რომ ჩვენ დროს იყო ორი კრიზისი, არის ორი ძალიან მასშტაბური, დამანგრეველი ომი რეგიონში და 2-3 წლიანი პანდემია. ამის ფონზე, ჩვენ 2%-ით ნაკლები ინფლაცია გვაქვს. კიდევ ერთი ახალი მაჩვენებელი - რადგან თავისას არ იშლიან და ამ თემით სპეკულირებას და გაჭირვებული ხალხის მოტყუებას აგრძელებენ, რეგიონში საქართველო მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის სიმცირით მეორე ადგილზეა. ეს არის რეალური ციფრები და მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოახერხებ ისეთი შეჭირვებული ადამიანის და ოჯახების პოვნას, რომელიც შეიძლება გაღიზიანდეს კიდეც ამ ციფრებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ გაჭირვებულ ადამიანს ციფრი არ აინტერესებს, აინტერესებს მისი კეთილდღეობა და მაცივარი რომ იყოს სავსე. ამით სპეკულირებენ და ამ ადამიანებზე ცდილობენ ზეგავლენის იმგვარად მოხდენას, რომელიც არ გამომდინარეობს რეალური ციფრებიდან. საქართველომ მოახერხა, რომ რეგიონში ინფლაციის სიმცირით ყოფილიყო მეორე ადგილზე, 2012 წლის შემდეგ საშუალო მონაცემებს თუ ავიღებთ ეს არის. 4,6% და 6,6% - ეს არის განსხვავება ჩვენსა და ნაცების ფასების ინფლაციებს შორის. მათ არაფერი ისეთი არ ჰქონდათ, რომ ფასები ვერ შეენარჩუნებინათ. ჩვენ მოვახერხეთ კრიზისების, ომების და პანდემიის დროს 4,6% -ზე გავჩერებულიყავით, რაც კლასიკური დათვლით ასეა. რა თქმა უნდა, ეს 4,6% ყოველწლიური საშუალო ინფლაციური მაჩვენებელიც მაღალია და გაჭირვებულ ადამიანებს და არა მხოლოდ მათ ურტყამს ჯიბეზე, მაგრამ ეს არის რეალობა, რისი მოხერხებაც „ქართულმა ოცნებამ“ საბედნიეროდ შეძლო და უფრო მეტად არ წავიდა ფასების ინფლაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)