|
2024-03-13 16:49:07, 897 ნახვა
მსოფლიო
DW - მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
2022 წელს, მსოფლიოში 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე - 4,9 მილიონამდე შემცირდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციამ (WHO) და მსოფლიო ბანკმა ჩაატარეს. გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2000 წლის შემდეგ 51%-ით არის შემცირებული, 1990 წლის მონაცემებთან შედარებით კი - 62%-ით. "ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მშობიარობის დროს გართულებები რჩება. 2000 წლის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით 162 მილიონი დაღუპული ბავშვიდან 72 მილიონი სიცოცხლის პირველივე თვეშია გარდაცვლილი. სხვა მიზეზებს შორისაა რესპირატორული ინფექციები, მალარია, დიარეა", - ვკითხულობთ კვლევაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)