|
2024-03-13 16:14:18, 596 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეექვსე სესიაზე (UNEA-6) 2 წლის ვადით გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეა, რომელიც 193 წევრ ქვეყანას აერთიანებს, წარმოადგენს მსოფლიოს უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. "ასამბლეა ადგენს გლობალურ გარემოსდაცვით დღის წესრიგს და განსაზღვრავს პოლიტიკისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის პრიორიტეტებს. გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეა, რესურსების მობილიზაციისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)