|
2024-03-13 12:41:52, 672 ნახვა
საზოგადოება
Google-ის ინიციატივა Women Techmakers „თიბისისთან“ პარტნიორობით ხვალ ტექ ღონისძიებას ჩაატარებს
"თიბისის" მხარდაჭერით, 14 მარტს 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს" უმასპინძლებს. საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას. ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google's Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. პროგრამა ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას ეძღვნება, სადაც წარმატების მიღწევა ყველა ქალს შეუძლია. ტერმინალში, აბაშიძის 34-ში ღონისძიებაზე შეკრებილებს 3 სივრცე და არაერთი საინტერესო სპიკერი დახვდებათ. იქნება მთავარი სცენა, სადაც ყველაზე საინტერესო თემები გაიშლება და ზოგად ტექნოლოგიებს და ინსპირაციულ საუბრებს დაეთმობა. ასევე, იქნება ვორქშოფების სივრცე, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიური თემა სიღრმისეულად გაიშლება. იქნება მესამე სივრცეც, სადაც მოეწყობა კომპანიების გამოფენა. ღონისძიების დამსწრეები შეძლებენ, ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრონ. „გავაზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, მოვყვებით, როგორ მოვხვდით ტექნოლოგიებში და შეიძლება, სხვებსაც გაუჩნდეთ სურვილი, სფეროს შეუერთდნენ, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების. ჩვენ ამ ღონისძიებით დაინტერესებულ ქალებს მივცემთ გზამკვლევს - რა მიმართულებით შეუძლიათ წასვლა", - აცხადებს ელენე კვარაცხელია. WTM ამბასადორი, "თიბისის" დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი, ელენე კვარაცხელია იქნება. დღის წესრიგს გაეცანით აქ. წინასწარი რეგისტრაცია გაიარეთ აქ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)