07:23 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 12:11:55, 561 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა ნორვეგიის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების, ასევე საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში ნორვეგიის წვლილი, ასევე, ნდობის ფონდის ფარგლებში, ნორვეგიის მხარის ფინანსური კონტრიბუცია“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics