|
2024-03-12 14:09:43, 749 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მელია და გვარამია საზოგადოებას ვერ წარუდგებიან, როგორც ახლები - რადიკალიზმის და ბოროტების ადგილი პოლიტიკაში არ არის
როგორ შეიძლება, კონკურენტად აღიქვა ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძოლებს, რომ ერთი ან ორი პროცენტი მიიღოს, ყველა იმ პოლიტიკური პარტიას და პოლიტიკოსს, რომლებიც რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, ექნებათ პრობლემა ბარიერის გადალახვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ნიკა მელია და ნიკა გვარამია საზოგადოებას „ვერ წარუდგებიან, როგორც ახლები, რადგან მათზე მოქალაქეებმა საკმაოდ ბევრი იციან". „დღეს შეიძლება, აქვთ სურვილი, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ახლები არიან, თუმცა მელია რომელი ახალია ან ნიკა გვარამია? რით დაამახსოვრეს ამ ადამიანებმა თავი საზოგადოებას? რადიკალიზმით, სიბინძურით. თუ რამე სიბინძურე შეიძლება, ადამიანმა იკადრო, მოიფიქრო, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთო, ყველა გაკეთებული აქვთ. ახლა რომ დავიწყო ამის მოყოლა, შეიძლება, იმდენ ხანს გაგვიგრძელდეს, რომ ვერ დავამთავროთ საუბარი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, შეფასებები გაკეთებული აქვს, ვინ რას წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადიკალიზმის, ოდიოზურობისა და ბოროტების ადგილი ქართულ პოლიტიკასა და ჩვენს ქვეყანაში არ არის“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პარტია "ახალში" გაერთიანების შესახებ განაცხადეს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)