|
2024-03-12 14:01:01, 780 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არ მინდა დავით არახამიასთან პოლემიკაში შესვლა - მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო
ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან, მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე „ურთიერთობის ნორმალიზებასთან" დაკავშირებით უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის არ აპირებს არახამიასთან პოლემიკაში შესვლას, უკრაინას კი მშვიდობას უსურვებს. „ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან. ამას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს. ჩვენ გვერდით ვუდგავართ მათ. ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით, მაგალითად, ავიღოთ საერთაშორისო პლატფორმები, შეგიძლიათ მოიძიოთ, რამდენჯერ გამოვხატეთ თანადგომა, გავგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარება. საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მხარდაჭერა დღესაც გრძელდება და სამომავლოდაც შენარჩუნდება. რაც შეეხება აღნიშნულ განცხადებას, არ მინდა პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, იქნება ეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება თუ სხვა. „რაც შეეხება ფრენების შეწყვეტასა და სანქციების მიერთებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ, ვერ და არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. მიხეილ სააკაშვილი კი ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებში, მას მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად, ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხის გება“, - განმარტა კალაძემ. ცნობისთვის, გუშინ, 11 მარტს საქართველოს მთავრობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ". საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია და დაასახელა 3 პუნქტი, რომელიც მისი თქმით, საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სჭირდება.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)