16:09 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 13:58:26, 642 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ხაბეიშვილი პერფორმანსებით არის დაკავებული - ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს, ასე განაგრძოს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის განვითარება იმგვარად უნდა განაგრძოს, რა მეთოდიც ახლა აქვს არჩეული.

რაც შეეხება საწვავის ფასებს, დედაქალაქის მერის თქმით, რთულია, მსოფლიოში წლების წინ არსებული ვითარება დღევანდელს შეადარო.

„ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე პერფორმანსებით არის დაკავებული. თავიდანვე ვთქვი, როდესაც მას პარტიის თავმჯდომარედ ირჩევდნენ, რომ საინტერესო პერფორმანსები და მოვლენები გველოდებოდა წინ. ასე განაგრძოს. ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს.

როგორ შეიძლება, 2012 წელს შევადაროთ დღევანდელი მოცემულობა? მთელი მსოფლიო შეიცვალა, ხედავთ რა ხდება მსოფლიოში, რეგიონში, როგორი რყევებია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს. ამიტომ, რთულია, 11 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობას შეადარო, რა იყო 2012 წელს ან მანამდე“, -  განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics