|
2024-03-12 10:24:24, 636 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტების გაერთიანება - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა
ქუთაისის აეროპორტმა ACI (აეროპორტების საერთაშორისო საბჭო) რეიტინგებში მცირე ზომის აეროპორტებიდან, საშუალო ზომის აეროპორტებს შორის გადაინაცვლა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზე მოხვდა. "აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI International) 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საშუალო ზომის აეროპორტებს შორის 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით სამარყანდისა და ტირანას აეროპორტების შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა. ახალი კლასიფიკაციის თანახმად, საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1-დან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან. ACI-ის 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი იმ აეროპორტების გვერდით მოხვდა, რომლებმაც მკვეთრი ზრდა განიცადეს. ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91 %-ით გაიზარდა და ევროპის აეროპორტებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მცირე ზომის აეროპორტების კატეგორიაში გადიოდა. 2018 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ევროპაში 5 მლნ-მდე მგზავრთნაკადის ზრდით ლიდერი იყო, ხოლო 2019 წელს მეორე ადგილზე მოხვდა“, - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)