|
2024-03-11 16:28:21, 679 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაცები“ და მათი პატრონები როდის გაჩერდებიან იცით? როდესაც სასამართლოში დასხდებიან მათი მომხრეები და ხელისუფლებას ხალხის არჩევანის გარეშე ჩაიგდებენ ხელში
თქვენ გვთავაზობთ, რომ გავიზიაროთ ალბანეთის მაგალითი, რომელიც დაახლოებით, 40 პუნქტით უკან არის სასამართლოსთან დაკავშირებული შეფასებით მსოფლიო რეიტინგებში. თქვენ გვთავაზობთ, რომ გავხდეთ უფრო ცუდები, ამ რეფორმამ ალბანეთს მოუტანა ის, რომ ჩამოგვრჩება რამდენიმე ათეული პუნქტით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ე.წ. ვეტინგის თემაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, "ოპოზიციას ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება არა კეთილსინდისიერებისთვის, არამედ დამოუკიდებელი მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემის გასაწმენდად სურს". "გვთავაზობთ, რომ გადავიღოთ ალბანეთის, მოლდოვის, უკრაინის მაგალითები, რომლებიც ჩვენ ჩამოგვრჩებიან. რაღაცაში უფრო წინ ვართ და თქვენ გვეუბნებით, ვინც უკან არის, მივბაძოთ იმას - რანაირი მიდგომაა ეს?! ამ დროს, გამოდის, კეთილსინდისიერებაზე კი არ არის საუბარი, მართლაც წმენდაზეა ლაპარაკი, რომ უნდა გაწმინდონ დამოუკიდებელი მოსამართლეებისგან და დასვან "ნაცი" მოსამართლეები. საბოლოო მიზანი ეს არის. "ნაცები" და მათი პატრონები როდის გაჩერდებიან იცით? როდესაც სასამართლოში დასხდებიან მათი მომხრეები და ხელისუფლებას ჩაიგდებენ ხელში. ეს არის გზა იმისაკენ, რომ ხალხის არჩევანის გარეშე ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში. ამის უფლებას და საშუალებას არ ვაძლევთ",- განაცხადა მდინარაძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)