|
2024-03-11 16:15:44, 786 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ადეიშვილზე - საქართველოში არაფერი აზიანებს დასავლურ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპაში
თუკი, ჩვენ რამე ეროვნულ თავმოყვარეობაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის სწორი პოზიცია, რომ ჩვენს მეგობრებს გავუბედოთ და მეტიც, პირდაპირ, ღიად ვუთხრათ, რომ საქართველოში არაფერი აზიანებს დასავლურ, ევროპულ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპის ქვეყნებში და არა მხოლოდ გადაადგილება - ფაქტები, როდესაც ისინი ხვდებიან უმაღლესი თანამდებობის პირებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "ერთი პრობლემაა ადეიშვილის რეფორმატორის სტატუსით ვიზიტი მაღალი რანგის პირებთან, მეორე პრობლემაა ამ საკითხზე ევროპელი კოლეგების რეაქცია, რომლებმაც გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალაზე განაცხადეს, რომ მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდა". "როდესაც წამებაში, რეკეტში ბრალდებული და მსჯავრდადებული ადამიანი ხვდება რეფორმატორის სტატუსით უმაღლესი თანამდებობის პირებს, ეს არის უფრო დამაზიანებელი, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რაც კი შეიძლება მოიფიქრო სპეკულაციურად თუ მის გარეშე ანტი ევროპულობასთან დაკავშირებით. როდესაც თავად ფაქტს ვხედავთ - ფოტოებს, ვიდეოკადრებს, რომ ადეიშვილი ასეთი მაღალი სტატუსის და რანგის ადამიანებს ხვდება და რეფორმებზე ელაპარაკება, ეს ერთი პრობლემაა და განწყობებს ძალიან აზიანებს. მეორე პრობლემაა რეაქცია ამ საკითხზე - პირიქით შემოგვიბრუნდნენ და ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იყო დეზინფორმაცია და "ფეიკს" ვავრცელებდით. რეაქცია კიდევ უფრო ამძიმებს ამ მომენტს. როდესაც გვეუბნებიან, რომ თითქოს ან მოგვეჩვენა ადეიშვილი, ან არ ლაპარაკობდა რეფორმებზე, ან დამსწრის სტატუსით იყო - აქ არ არის მხოლოდ დამსწრის ლოჟაში შეხვედრაზე საუბარი - საუბარია ბევრ სხვა შეხვედრაზე, სადაც ის როგორც რეფორმატორი იყო წარმოდგენილი, სადაც ის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული, დაფიქსირებული პირი. აქედან გამომდინარე, სანამ ვინმე ჩვენი მეგობარი იქნება, კოლეგა თუ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, გვეტყვის, რომ აქ "ფეიკები" ვრცელდება და სანამ 9 ნაბიჯზე მიგვითითებენ, სადაც მართლაც არის დათქმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მიმართებით განსაკუთრებით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს და გაითავისოს, რომ დეზინფორმაცია ევროპაზე დარტყმა, ევროპულობაზე დარტყმა უფრო მეტი არ შეიძლება იყოს, ვიდრე მწამებელი და რეკეტიორი ადეიშვილის ევროპაში თავისუფლად გადაადგილება და უმაღლესი თანამდებობის პირებთან კომუნიკაცია ოფიციალური სტატუსით",- თქვა მდინარაძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)