|
2024-03-11 15:15:34, 1735 ნახვა
პოლიტიკა
მელია და გვარამია ერთიანდებიან - პარტია „ახალი“ არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პარტია "ახალში" გაერთიანების შესახებ განაცხადეს. პოლიტიკური ლიდერების თქმით, პარტია არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებს. "ჩვენი პარტია არის "ახალი". ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით, რადგან ჩვენ ვიცით ბრძოლა; ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, სამშობლოს მსახურებას; ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ დავძლიოთ გამოწვევები, ჩვენ შევცვლით; ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ. ჩვენი ფერია მწვანე, ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი; ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები, თეთრთან ერთად, რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ. ეს არის ჩვენი სიმბოლოები, წინ მიმართული ისარი. ეს არის სწრაფად წინ მოძრაობა ამ დაპაუზებულ ქვეყანაში. ეს არის მთავარი განაცხადი, ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ და არ გავიხედავთ უკან. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ჩვენს ამბიციებში და მხოლოდ გაერთიანების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. ლოგოც კარგად აჩვენებს ჩვენს გაერთიანებას, ჰარმონიულ და სინქრონულ მოქმედებას. ერთ-ერთი მთავარი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ნომერი 4, რომელიც ხდება ახალი სიმბოლო, ახალი ნომერი გამარჯვების“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)