08:49 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-10 16:12:33, 708 ნახვა

საზოგადოება
მერია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ბანერს წითელი საღებავი შეასხეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლევან ფიფიას ბანერს წითელი საღებავი შეასხეს. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, ყველა მსგავსი ქმედების უკან "ქართული ოცნება" და "მმართველი გუნდის მიერ წახალისებული მარგინალური ჯგუფები დგანან". 

"ლევან ფიფია უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" გამორჩეული მებრძოლია. ამ ქვეყანაში დათარეშობენ ხელისუფლების მიერ წახალისებული მარგინალური ჯგუფები, რომლებიც მთელი გულით გულშემატკივრობენ რუსეთის გამარჯვებას, როგორც ჩვენი ხელისუფლება, რადგან ჩვენი ხელისუფლებისთვის, "ქართული ოცნებისთვის" ეგზისტენციალური, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამ ომში უკრაინის დამარცხება და ის ახალისებს ჯგუფებს, რომლებიც ქალაქებში, ქუჩებში ამ უღირსი მეთოდებით ებრძვიან თავისუფლების იდეას.

მე მინდა, მათ ვუთხრა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინაში გადაწყდება საქართველოს ბედი და მათი ძალაუფლებიდან ჩახნის ბედი... მსგავსი უღირსი მეთოდებით საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრება, რომ მათ თავისუფლებას შეაქციონ ზურგი, "ქართულ ოცნებას" არ გამოუვა",- აცხადებს ხარჩილავა საგანგებო ვიდეომიმართვაში.

მერიის ინფორმაციით, ხარჩილავა მომხდართან დაკავშირებით აქციასაც აანონსებს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics