|
2024-03-09 17:55:12, 729 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: როდესაც ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არაფერი გვეჩვენება და მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში - ადეიშვილის განხორციელებულ რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს
როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, ჩვენი ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს, რა სტატუსითაც არ უნდა იყოს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე ეს "ფეიკი" ყოფილა და მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არც არაფერი გვეჩვენება და ძალიან მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, ადეიშვილის მიერ განხორციელებულ რეფორმებს საქართველო აღარ მიიღებს, სიმართლე და ტყუილი კი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. "ადეიშვილის განხორციელებულ რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს. მწამებელს ერქმევა მწამებელი, რეფორმატორს, ვინც ნამდვილ რეფორმებს ახორციელებს, ერქმევა რეფორმატორი და სიმართლე და ტყუილი გაიმიჯნება ერთმანეთისგან ერთხელ და სამუდამოდ. ქართველებმა შარშან, მწარე გაკვეთილზე მივიღეთ გამოცდილება და ქართველი ახალგაზრდები არასდროს გაებმებიან იმ მახეში, რასაც ჰქვია ამერიკულის რუსულად გადაკეთება." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)