11:06 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-09 00:01:15, 793 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ და თურქეთმა ერთობლივ თავდაცვის პროექტებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და თურქეთმა ერთობლივ თავდაცვის პროექტებზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ავრცელებს.

აღნიშნულს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ მიაღწია ერთობლივ შეთანხმებას თავდაცვის პროექტებზე, როგორც მთავრობის დონეზე, ასევე კომპანიებს შორის.

"უკრაინასა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები ყოველთვის გულწრფელი და ნაყოფიერია. დღეს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებებს ერთობლივ თავდაცვის პროექტებზე როგორც მთავრობის დონეზე, ასევე კომპანიებს შორის.

შევხვდი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ჩვენ მზად ვართ სწრაფად ვიმოქმედოთ, რათა ყველაფერი მოვიყვანოთ მოქმედებაში, რაც განვიხილეთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დისკუსიებით და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები ძლიერი იქნება.

ჩვენ ასევე მზად ვართ სწრაფად გადავწყვიტოთ ყველა საკითხი, რომელიც ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის რეკონსტრუქციას და ჩვენი ხალხებისთვის აუცილებელი ორმხრივი შეთანხმებების წინსვლას.

დღეს უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვაჭრობის გამარტივებისა და ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნის შესახებ. რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტსაც მოეწერა ხელი თავდაცვის სამინისტროების დონეზე.

უკრაინა და თურქეთი აძლიერებენ ერთმანეთს, ისევე როგორც მთელ ჩვენს რეგიონს", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი დღეს სტამბოლში ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics