|
2024-03-08 16:48:09, 775 ნახვა
საზოგადოება
ხაბეიშვილი - თურქეთში პროდუქცია ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში - ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა გაზრდილი ფასებია
თურქეთში ფაქტებით ვნახეთ, რომ პროდუქცია ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე თურქეთის მოქალაქე და თურქეთის მოქალაქეს მინიმუმ ორჯერ უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა პროდუქტზე გაზრდილი ფასებია. "პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელიც ახლა ჩვენ ვიყიდეთ - კარაქი, ბრინჯი, შაქარი, პომიდორი, ხახვი, კარტოფილი და სხვადასხვა პროდუქტები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში. ამიტომ, ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა არის გაზრდილი ფასი პროდუქტებზე, რადგან ყოველდღიურად უწევთ ამასთან შეხება. 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ივანიშვილი, ივანიშვილის ხელისუფლება და შესაბამისად, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს",- ამბობს ხაბეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)