|
2024-03-08 15:10:36, 920 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თუ ცესკოს თავმჯდომარეს გადააყენებდნენ, საქმიანობას სიორიძე წარმართავდა - მისი არყოფნის შემთხვევაში კი, ცესკო ხაზარაძეს უნდა ემართა
თუ ცესკოს თავმჯდომარეს ფიზიკური ან მორალური თავდასხმით გადააყენებდნენ, მაშინ ცესკოს საქმიანობას პოლიტსაბჭოს წევრი სიორიძე წარმართავდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სიორიძის არყოფნის შემთხვევაში, ცესკო „ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზრაძეს უნდა ემართა. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოც „იგივეს ემსახურება". „პრეზიდენტის ვეტო რას ადასტურებს იცით? ხაზარაძეს რომ ჰქონდა დაგეგმილი, რომ უნდა დაებულინგებინა თავისი ტელევიზიით, „ფეიკებით", როგორც სცადა მან. შემდეგ აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი მამის დისკრედიტაციასაც და ბიოგრაფიის გაყალბებასაც კი არ მოერიდნენ მისი ტელევიზიიდან, ანუ ხაზარაძის დავალებით ცესკოს თავმჯდომარის გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიაც კი გააყალბეს, სხვა ტყუილებზე რომ არაფერი ვთქვათ. ხომ აღმოჩნდა, დეტალების დონეზე გამოაქვეყნა იმ კაცმა [გიორგი კალანდარიშვილმა] განცხადება, სადაც ხაზარაძის ტელევიზიის მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა აბსოლუტური ტყუილი აღმოჩნდა. მათ შორის, გარდაცვალების თარიღიდან დაწყებული, ოღონდ დაებრალებინათ ცესკოს თავმჯდომარის მამისთვის შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკობა თუ რაღაც ამგვარი საზიზღრობა, გარდაცვალების თარიღიც კი გაუყალბეს. წარმოიდგინეთ, რა მდაბიოობას სჩადიან. შესაბამისად ამისა, თურმე, ეს იყო დაგეგმილი ამ მიმართულებით თავდასხმა და ბულინგი ცესკოს თავმჯდომარეზე. თუ არ ვცდები, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თუ რაღაც, მინიშნება გააკეთაო, ეს უკვე, მგონი, ფიზიკური თავდასხმის იმ ინფორმაციასაც ადასტურებს, რომელიც ჟურნალისტებისგან იყო. ან ფიზიკური, ან მორალური თავდასხმით თუ გადააყენებდნენ, მაშინ პოლიტსაბჭოს წევრი სიორიძე წარმართავდა ცესკოს საქმიანობას. ფიზიკური თავდასხმის საფრთხის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გავრცელდა, მაგრამ მორალური თავდასხმა უკვე დადასტურდა - ხაზარაძის ტელევიზიამ განახორციელა ისე, რომ გარდაცვლილი მამის დისკრედიტაციასაც კი არ მოერიდნენ გარდაცვალებასთან დაკავშირებული გაყალბებული თარიღებითაც კი. მინიმუმ მორალური ხომ დადასტურდა ხაზარაძის ტელევიზიიდან, შესაბამისად ამისა, ეს იყო დაგეგმილი და მისი არყოფნის შემთხვევაში, ხაზარაძეს უნდა ემართა ცესკო. „ნაცებმა" და ხაზარაძემ ერთად იკადრეს, რომ „პი ვი ტი" გააყალბებინეს „ისფედს“ და არჩევნებს რას უზამენ, მარტივი ამბავია, ხელისგულზე დევს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, უკვე ნათელია, რომ პრეზიდენტის ვეტოც იგივეს ემსახურება. ეს არის ერთი თემის მოტრიალება, რომ რამენაირად, იქნებ, იგივე სქემა მოიყვანონ ძალაში, რომ ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრმა გააყალბოს არჩევნები და არაობიექტური იყოს ცესკო",- ამბობს მდინარაძე.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)