|
2024-03-08 13:34:30, 697 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ბაიდენმა უკრაინა პუტინს მისცა - მისი გამოსვლა იყო მრისხანე, პოლარიზებული და სიძულვილის ენით სავსე
ეს იყო მრისხანე, პოლარიზებული და სიძულვილის ენით სავსე გამოსვლა,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კონგრესში ყოველწლიურ გამოსვლას. როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ბაიდენი "იმიგრაციის საკითხს არასდროს გამოასწორებს". "ეს იყო მრისხანე, პოლარიზებული და სიძულვილის ენით სავსე გამოსვლა. მან ძლივს ახსენა იმიგრაცია. ის არასდროს გამოასწორებს იმიგრაციის საკითხს და არც სურს. მას სურს, ჩვენი ქვეყანა გავსებული იყოს მიგრანტებით. დანაშაული გაიზრდება იმ დონემდე, რომელიც აქამდე არ გვინახავს და ეს ძალიან სწრაფად ხდება",- ამბობს ტრამპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ირანის მიმართ პოზიციის გამოც აკრიტიკებს. "ის არ აღუდგა პუტინს, მან პუტინს უკრაინა მისცა",- წერს დონალდ ტრამპი.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)