|
2024-03-08 12:15:31, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - გადავდივარ თურქეთში, მინდა გაჩვენოთ ფასები - როგორ მოახერხა ივანიშვილის პარტიამ, რომ ჩვენთან პროდუქტები ყველაზე ძვირია
დღეს გადავდივარ თურქეთში და საზოგადოებას მინდა ვაჩვენო თურქეთის ფასები, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტები ორჯერ უფრო იაფია. ერთი მარტივი კითხვა მაქვს, როგორ მოახერხა ივანიშვილის პარტიამ, რომ ჩვენს რეგიონში, ფაქტობრივად, ყველაზე ძვირია პროდუქტები საქართველოში?- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, "2024 წელს, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს". "ჩვენ დღეს ვაპირებთ თურქეთში გადასვლას. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც საქართველოს მოსახლეობაზე მინიმუმ ორჯერ უფრო მდიდარია ყველა სტატისტიკით, ყველა ციფრით და ორჯერ უფრო იაფად ყიდულობს პირველადი მოხმარების პროდუქტებს. ჩვენ გვაქვს მთავარი კითხვა ივანიშვილთან, კობახიძესთან და მდინარაძესთან - რატომ არის საქართველოში, რომ საქართველოს მოქალაქეს მარკეტში, ბაზარში შესვლის ეშინია, იმდენად იმატებს პროდუქტის ფასები და როგორ მოახერხა ივანიშვილმა, კობახიძემ და მისმა ხელისუფლებამ, რომ რეგიონში, ფაქტობრივად, ყველაზე ძვირია პროდუქტები საქართველოში. მე პარლამენტში ვაჩვენე კონკრეტული ქვითარი აზერბაიჯანიდან, სადაც ბევრად უფრო იაფია რძე, კარაქი, სხვადასხვა პირველად მოხმარების პროდუქტები და ახლა საზოგადოებს მინდა ვაჩვენო თურქეთის ფასები. ჩვენ ვიყიდით პირველადი მოხმარების პროდუქტებს და გაგიზიარებთ, რამდენად იაფია. საქართველო თურქეთის საზღვარზე, აჭარიდან და გურიიდან ათასობით ადამიანი გადადის ყოველდღიურად, რადგან უფრო იაფად იყიდოს პირველად მოხმარების პროდუქტები. ამიტომ, ამ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გასცეს პასუხი ხელისუფლებამ და ეს არის საკითხი, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეს ყოველდღიურად. არ არსებობს ოჯახი, რომ მისი ერთი ოჯახის წევრი მაინც არ ხვდებოდეს მარკეტში, ბაზარში, ან რამე უბნის მაღაზიაში და არ ყიდულობდნენ გაძვირებულ პროდუქტს. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი 2024 წლისთვის, რომ შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომ კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს",- ამბობს ხაბეიშვილი.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)