|
2024-03-08 11:57:29, 1346 ნახვა
პოლიტიკა
ჩაკვეტაძე ოპოზიციაზე - დღემდე ცდილობენ, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა გმირობად მოიხსენიონ, რუსულს უწოდებენ ამერიკულ კანონს, თუმცა ამ გაშიფრული თაღლითობის მიმდევრები სულ უფრო ცოტანი რჩებიან
შარშან, კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" საუკუნის აფიორა წამოიწყო და ამერიკულიდან ნათარგმნი, წაუკითხავი კანონი რუსულად შეასაღა და გააპროტესტებინა საზოგადოებას, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე 2023 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, "მარტის აქციებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ყველაფერი უფრო ცხადი ხდება და დეზინფორმაციის საშუალებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახერხეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა". “მარტის აქციების შემდეგ 1 წელი გავიდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველაფერი კიდევ უფრო ცხადი ხდება. შარშან, კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" საუკუნის აფიორა წამოიწყო და ამერიკულიდან ნათარგმნი, წაუკითხავი კანონი რუსულად შეასაღა და გააპროტესტებინა საზოგადოებას. დეზინფორმაციითა და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის გზით, ახალგაზრდებს დაუმორჩილებლობისკენ და არეულობისკენ მოუწოდეს გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ზურა გირჩი ჯაფარიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გარე აქტორების ნაწილმა. მალევე გაირკვა, რომ ე.წ. რუსული და რეალურად კი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიღებულია ან აპირებენ რომ მიიღონ: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში, მის წევრ ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ისრაელში, ავსტრალიაში და ა.შ. ამის მიუხედავად, დღემდე ცდილობენ, ჩვენი გმირი პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა გმირობად მოიხსენიონ. დღემდე, რუსულს უწოდებენ ამერიკულ კანონს, თუმცა საუკუნის ამ გაშიფრული თაღლითობის მიმდევრები სულ უფრო ცოტანი რჩებიან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი. რევოლუციის გეგმა ჩავარდა, ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ვემზადებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. ახალგაზრდებმა კი, უდიდესი გამოცდილება მიიღეს. დღეს კიდევ უფრო რთულია მათი მოტყუება და გამოყენება ცრუ და ანტიეროვნული მიზნების განხორციელებაში. ისინი ყოველთვის სიმართლის, ქართული, ეროვნული, თანამედროვე და ამავე დროს, საუკეთესო ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე იდგებიან!” - წერს ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)