|
2024-03-07 15:08:51, 961 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - ენმ-ისა და მისი კლონების გარდა, ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდა
სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ყველას და ყველაფერს, ვისაც კი შეიძლება დაპირისპირებოდა - დაწყებული საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი, სხვა ინსტიტუტები, საპატრიარქო - ყველას, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლონების გარდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ერთადერთი მიზეზი, რატომაც ზურაბიშვილი ინარჩუნებს თანამდებობას, არის ენმ-ის მხარდაჭერა". „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი - შეენარჩუნებინათ სალომე ზურაბიშვილი იმ თანამდებობაზე იმისთვის, რომ შეერყია ქართული სახელმწიფოებრიობა, რა თქმა უნდა, პარლამენტს იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადებინა. უბედურება არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირ რყევას ხელს უწყობს. ამიტომ, ერთადერთი ვისთანაც მას აქვს ურთიერთობა, ეს გახლავთ რადიკალური ოპოზიცია და ეს არის არა მხოლოდ ურთიერთობა, არამედ ეს არის სწორედ პოლიტიკური ალიანსი და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა. ერთ აბზაცში უარყოფს, რომ თითქოს პოლიტიკაში არ არის, ან არ უნდა და მეორე აბზაცში, იქვე ამბობს, რომ არათუ უნდა და ისწრაფვის, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგაც კი ყოფილა“, - ამბობს პაპუაშვილი.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)