|
2024-03-06 23:19:58, 1003 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვინც პარტიის თავმჯდომარეები და ლიდერები იყვნენ, გვეუბნებიან, რომ საერთო აღარაფერი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ - ეს არის ტაქტიკა, რომ დააბნიონ საზოგადოება
[ოპოზიციური პარტიები არიან] „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები, როგორც მოიხსენია ისინი თავად მიხეილ სააკაშვილმა. ვინ ვინ და, მიხეილ სააკაშვილი კარგად იცნობს „ნაციონალური მოძრაობის“ ანატომიას, ამიტომ მგონი, ამაში მას უნდა ვენდოთ, იმიტომ რომ ის კარგად ხედავს, ვინ არიან კლონები. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩანს, ვინ არიან კლონები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქართულ ოპოზიციურ სპექტრზე საუბრისას გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. მისი თქმით, "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცალკეული ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნას ცდილობენ. თუმცა, როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ამ ტაქტიკით ოპოზიცია ამომრჩეველს აბნევს, რათა ხმები მიიღონ მათგან, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემს". „ეს რომ იყოს პირველი შემთხვევა, ჩვენ რომ ვიყოთ მიამიტი საზოგადოება, რომ მართლა შეიძლება შიგნით რაღაც განხეთქილება მოხდა, გაიყვნენ და სხვა პლატფორმები აქვთ, შეიძლება დაგვეჯერებინა, მაგრამ, რაიმე სხვა მოხდა 2016-ში და ამ შუალედებში, როდესაც ხან „ვეროპული საქართველო“ ვითომ ცალკე იყო, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, ჭიაბერაშვილი, უგულავა ახლა ხომ ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან? „სტრატეგია აღამშენებელი“ ხომ გახსოვთ, როგორ გამოეყო და რა ამბები იყო, ახლა ხომ ისევ იქ არის? ამ ყველაფერს ხომ ვხედავთ და მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში. ამას ყველაფერს საზოგადოება ხედავს, ამიტომ ეს კინო, ეს სერიალი, ეს კბილი - არ ვიცი, რა ეპითეტი გამოვიყენო, ეს ყველაფერი უკვე გავლილი გვაქვს. თან რა ხალხი გველაპარაკება: ვინც პარტიის თავმჯდომარეები და ლიდერები იყვნენ, გვეუბნებიან, რომ მათ არაფერი საერთო აღარ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკა, იმისთვის რომ შეეცადონ, დააბნიონ საზოგადოება, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა წამოიღონ იმ ველიდან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)