22:26 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 15:46:39, 645 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რადგან არჩევნები მოდის, გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ წინასაარჩევნოდ, საზოგადოების მოსყიდვაში რომ არ ჩაითვალოს?

წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება მიმდინარე პროექტები, რაც ქვეყანაში სხვადასხვა გამოწვევის საპასუხოდ ხორციელდება,- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის კითხვას, გათვლილია თუ არა წინასაარჩევნოდ კურსდამთავრებულებისთვის საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის დაწყება. 

კალაძის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარება.

„დედაქალაქში უამრავი პროექტი ხორციელდება. ადამიანებს დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლები,  მშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადავეცით, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ კეთდება. რადგან არჩევნები მოდის, გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ? არ არის ეს სწორი მიდგომა. გამოწვევებს შესაბამისი პასუხები სჭირდება. მიხარია, რაც მოვისმინე დღევანდელი პრეზენტაციაზე. ამ პროექტების განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მომავალ თაობას საკუთარი თავის რეალიზების საშუალება მივცეთ“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 5 მარტს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების  პროგრამა შემოდგომაზე დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics