|
2024-03-05 12:43:07, 702 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გვარამიასა და მელიას პოლიტიკური მომავალი იქნება ისეთი, როგორიც იყო მათი პოლიტიკური წარსული - ბნელი და მძიმე
ნიკა გვარამიასა და ნიკას მელიას პოლიტიკური მომავალი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო მათი პოლიტიკური წარსული, ანუ ბნელი და მძიმე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "საქართველოში რეკეტი და სიბნელე ვერ დაბრუნდება". "ასეთი იყო გვარამიას, მელიას, ხაზარაძის პოლიტიკური წარსული. თქვენ გახსოვთ, რას აკეთებდნენ ეს ადამიანები 2012 წლამდე. მაგალითად, მელიაზე მახსენდება მის მიერ "ქართუ ბანკის“ გაკოტრება. ეს არის კრიმინალი, რომელიც მან ჩაიდინა 2012 წლამდე. გვარამიაზე მახსენდება "იმედში“ შევარდნა, ამის "გაპრავება", მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანების უფლებების ხელყოფა, ადეიშვილის მოადგილეობა. ეს არის ის სიბნელე, რომელსაც ვერ დავაბრუნებთ და პირველ რიგში, ქართული საზოგადოება არ დააბრუნებს. ხაზარაძეზე მახსენდება ბიზნესის რეკეტში მონაწილეობა, "ელიტ ელექტრონიკსის“ საქმე, მაგნატის საქმე და ასე შემდეგ. ეს რეკეტი და სიბნელე საქართველოში არ დაბრუნდება, ხალხი არ დააბრუნებს. ხაზრაძე იყო ბიზნესმენი და იძლეოდა დაპირებას, რომ შემოიყვანდა ინვესტორებს საქართველოში, თუმცა ესეც ვერ მოახერხა. მას ანაკლია ბარდებოდა როგორც ბიზნესმენს. ის იყო კერძო ბიზნესმენი, მას ჩაბარდა ეს პროექტი, თუმცა ვერცერთი ინვესტორი ვერ დააინტერესა ანაკლიის პროექტით. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, ვერც ერთი ინვესტორი ვერ შემოიყვანა. გვარამია, მელია, ხაზარაძე, ეს ხომ ერთი ჯგუფია. ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა“. როგორი ბნელი წარსულიც ჰქონდათ ამ ადამიანებს, ასეთი ბნელი იქნება მათი მომავალიც",- თქვა ირაკლი კობახიძემ.
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)