19:53 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 10:16:53, 929 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 219 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 1-ელი თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 219 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარესმოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 171, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების 48 ფაქტი.

"აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 31 ფაქტი შეიცავს.  

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 79 ფაქტი  კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა,  45 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 21, აჭარაში - 18,  ქვემო ქართლში - 12, შიდა ქართლში - 8, მცხეთა-მთიანეთში - 6, გურიაში გამოვლინდა  4, ხოლო  რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში   1 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა თბილისშიც. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
თებერვალის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით,  ჯამში  181 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყეა ამოღებული,  ხოლო 19 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქული.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.  ამ მიმართულებით, სამართალდარღვევების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში პატრულირებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. შედეგად, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics