22:36 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-03 18:10:12, 888 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით

„ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით. ღარიბაშვილის ეს განცხადებაც აჩვენებს იმ საფრთხეებს, რომელსაც გრძნობს ივანიშვილის პარტია, რომ დაკარგავს ძალაუფლებას, რომელსაც საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის იყენებენ.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

 „ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით. ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, ცვლილებები უნდათ ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, იმისთვის, რომ შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება და ხელისუფლებამ იზრუნოს ხალხზე და არა ივანიშვილის პირად კეთილდღეობაზე ან საკუთარ ჯიბეზე, რასაც იგივე ღარიბაშვილი საკუთარი ოჯახის გამდიდრებით არის ცნობილი და არა იმით, რომ ხალხზე იზრუნა, ამიტომ ცხადია, რომ მისი ეს განცხადება აჩვენებს იმ საფრთხეებს, რომელსაც გრძნობს ივანიშვილის პარტია, ოღონდ გრძნობს საფრთხეს, რომ დაკარგავს ძალაუფლებას, რომელსაც საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს, 2024 წელი არის შესაძლებლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას გამოიყენებს.“-  განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics