2024-03-03 11:14:13, 1411 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესაში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა
ოდესაში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე საბრძოლო დრონის იერიშის შედეგად, მაშველებმა დაღუპული მეცხრე ადამიანი აღმოაჩინეს. ამრიგად მსხვერპლის რაოდენობა 9 მდე გაიზარდა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა დილით განაცხადა, რომ სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
ოდესაში ცხრასართულიან კორპუსზე დრონის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი სადარბაზო ნაწილობრივ ჩამოინგრა. ხელისუფლებამ განაცხადა რვა დაღუპულის შესახებ, მათ შორის სამი წლისა და ოთხი თვის ასაკის ორი ბავშვია.
რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია ოდესის რეგიონზე თვითმფრინავის თავდასხმასა და საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგად მსხვერპლზე.
ოდესასა და რეგიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის კვირას გლოვა გამოცხადდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,