|
2024-03-01 14:15:29, 778 ნახვა
საზოგადოება
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ბაკურიანში EYOF „ბაკურიანი 2025-ის“ ოფიციალური ჰიმნის წარდგენა გამართა და მონაწილეებს ფესტივალის თილისმა, მასკოტი „გუნდა“ გააცნო. ფესტივალის ოქროს სპონსორია "საქართველოს ბანკი". ღონისძიების ფარგლებში, ბაკურიანის განახლებულ პარკში მოეწყო რეკრეაციული სივრცეები. სტუმრებს კი ადგილზე სიმბოლური საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი დახვდათ. „თილისმა „გუნდას“ სახელი იდეალურად გამოხატავს დათოვლილი კავკასიონის სულს. ის კავკასიური ფოცხვერია, რომელიც ამ თვალუწვდენელ მთებს სახლად მიიჩნევს. „გუნდას“ მოქნილობა და გამჭოლი მზერა ახალგაზრდა ოლიმპიელებისათვის აუცილებელი თვისებების: ძალის, მონდომებისა და სიზუსტის სიმბოლიზებაა. გუნდას მიზანია, შთააგონოს ახალგაზრდა სპორტსმენები, უშიშრად დაძლიონ თოვლიანი წინააღმდეგობები“, - აღნიშნავენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის გუნდში. „საქართველოს ბანკი" ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერია. ჩვენ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალბედა და უკვე გამოცდილ სპორტსმენებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და ადგილი დაიმკვიდრონ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების, ამიტომ აქტიურად ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ჰიმნი და მასკოტი იქნება ერთგვარი მოტივაცია როგორც სპორტსმენებისთვის, არ გაჩერდნენ და ამასთანავე, გულშემატკივრებისთვის, რომ მხარი დაუჭირონ მათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნავენ "საქართველოს ბანკის" გუნდში.
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)