|
2024-03-01 13:38:05, 770 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ენმ-ის დაბრუნება ხელისუფლებაში ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება
"ნაცმოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში რჩება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, "ვერანაირი შეფუთვით, ენმ-ი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება". "ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე. მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში 55%-დან 60%-მდე მერყეობდა ჩვენი მხარდაჭერა, რაც არის 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი... შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ზოგადად, კოალიცია გამორიცხულია. წინ არის კიდევ, დაახლოებით, 7-8 თვე არჩევნებამდე, მაგრამ არსებით ცვლილებებს, ბუნებრივია, არ ველოდებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი განწირულია მარცხისთვის. მეორე - როცა საუბრობენ კოალიციაზე, აქ სინამდვილეში იგულისხმება "ნაცმოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში. გასაგებია, რაც იგულისხმება ამ ყველაფერში - "ნაცმოძრაობის" გარშემო უნდა შეიქმნას კოალიცია, აქ ჩაერთვებიან სალომე ზურაბიშვილი, "ლელო" და ა.შ. ეს ყველა ერთი ხალხია, ერთი ნიშნით არიან წარმოდგენილები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საუბრობს "ნაცმოძრაობის" დაბრუნებაზე ხელისუფლებაში, ეს შეუძლებელია. ვერანაირი შეფუთვით "ნაცმოძრაობა" ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ერთი ფაქტორი კიდევ ერთხელ, ჩვენი მხარდაჭერა მუდმივად 55%-დან 60%-მდეა. ოპოზიციას რაც შეეხება, "ნაცმოძრაობის" ბოლო რეიტინგი იყო 18%. ვერცერთი სხვა პარტია დღევანდელი მოცემულობით ვერ ახერხებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ასეთ პირობებში, "ნაცმოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში რჩება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად",- თქვა კობახიძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)